ჩემი პროექტის პორტფოლიო - "ფუტკარი , როგორც აფთიაქარი"
Saturday, April 2, 2016
Saturday, March 26, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით . გავეცანი და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი რომელიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს დაგეგმილი სამუშაო სტრუქტუირებულად შეასრულოს. ასევე გავეცანით და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო რუბრიკა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებაში. შესწორება შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში, აღვწერეთ შეფასების მეთოდები. პორტფოლიოს შეფასების რუბრიეკით კოლეგებს შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი განმავითაღებელი კომენტარით.
Sunday, March 20, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
მოსწავლის საჭიროებების და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ამით მოვახდინე მიღებული ცოდნის გააქტიურება და საკვანძო საკითხების განხილვა. ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შევქმენით შეფასების ინსტრუმენტი.
Saturday, March 19, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. ჩემს ბლოგზე განვათავსე ტრენერის ბლოგი, ავტვირთე ჩემი პრეზენტაცია, გავეცანით კოლეგები ერთმანეთის პრეზენტაციას და შევაფასეთ განმავითარებელი კომენტარებით. გავეცანით როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები ინტერნეტში მოძიებულ მასალაზე.
Sunday, March 13, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზხრისით.განვიხილეთბ შეფასების ხუთი სტრატეგია,თითოეულ სტრატეგიაში მოცემული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც მორგებულია საპროექტო აქტივობებზე. შევქმენი მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული შეფასების ინსტრუმენტი. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია, რომ გავაცნო აუდიტორიას ჩემი ნამუშევარი
Saturday, March 12, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: სტანდარტების ორგანიზებაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, აქტივობების დაგეგმვაში, ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრაში. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარა პროექტის წარმართვაში, მოსწავლის გამოწვევაში, ძირითად საკითხებზე აქცენტის გაკეთებაში, ზოგადი, შინაარსობლივი, თემატური კითხვების ეფექტურად ჩამოყალიბებაში.
Sunday, March 6, 2016
მეორე დღის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში რომ პროექტი ჯერ კარგად უნდა დავგეგმოთ და შემდეგ განვახორციელოთ, აუცილებლად ვაცნობოთ სამოზნე ჯგუფს პროექტის შესახებ, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები შინაარსის შესაბამისად, შედეგები უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე და მოსწავლეები უნდა იყვნენ აქტიურები და მკვლევარები.
Subscribe to:
Posts (Atom)